მსოფლიო
სამუშო ჯგუფი და კონსულტაციები პრეზიდენტთან
2012-10-03 20:00:21
ჩამოტვირთვა
სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონსულტაციებს მოქმედ პრეზიდენტთან და მთავრობასთან აწარმოებს - ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ ჯგუფს ქმნის, რომელიც უფლებამოსილი იქნება „ქართული ოცნების“ სახელით კონსულტაციები მოქმედ მთავრობასთან აწარმოოს. სამუშაო ჯგუფში შევლენ ირაკლი ღარიბაშვილი, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია. ივანიშვილმა ამის შესახებ განცხადება უკვე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია გარდაუვალს ხდის ახალ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენელ პრეზიდენტს შორის ურთიერთობებს. საჭიროა მრავალი საკითხის მოგვარება მთავრობის აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით კოალიციის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფი.
20 ოქტომბრისთვის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უკვე გაირკვევა. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი, მოქმედ მინისტრებს მოუწოდებს, არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ.
სავარაოდოდ, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ფორმირების საკითხი, კოალიციის დანარჩენ წევრებთან ერთად, დღეს განიხილა, თუმცა ჟურნალისტებთან ამის შეხაებ არ უსაუბრიათ.
კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფი, შესაძლებელია, ცვალებადი იყოს. მისი თქმით, ხელისუფლების გადაბარების პროცესი ზუსტად ამ ჯგუფის საშუალებით დაიწყება.
კოალიციის ლიედერი მთავრობის დაკომპლექტების შეასახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცახადებს, რომ ასეთ კონკრეტულ თემებზე საუბარი ჯერ არ შემდგარა.
საკადრო გადაწყვეტილებებზე არ საუბრობენ, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი.
კოალიციის ლიდერმა კატეგორიულად უარყო, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების ფაქტი. ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილი უცხოეთში დაგეგმილ შეხვედრებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოფიციალური მიწვევა ვაშინგტონისგან მან უკვე მიიღო.
კომენტარები