პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: „ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს“
2012-10-03 13:39:42
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო არჩევნები სერიოზული გამოცდა იყო სახელმწიფოსთვის. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადა. ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრობა“ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მათი პარტია შევა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც როგორც საპარლამენტო ოპოზიცია ისე გააგრძელებს მუშაობას. ბაქრაძე ივანიშილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ეხებოდა. მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კანონის უპატივცემულობა და დარღვევაა.
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომრის განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.
კომენტარები