მსოფლიო
ევროკავშირი საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის
2012-10-03 12:10:59
ჩამოტვირთვა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროკიმისარმა შტეფან ფულემ და კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა.
„მოვუწოდებთ ახალ პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს, საქართველოს ინტერესებისთვის ერთად იმუშაონ. არჩევნების პოზიტიურად ჩატარება და ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან დემოკრატიის გზის ერთგულებას. მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებას“,- აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლები.
კომენტარები