მსოფლიო
ევრონიუსი: რუსეთ-საქართველოს 4 წლიანი გაცივება სრულდება
2012-10-03 12:09:46
ჩამოტვირთვა
რუსეთსა და საქართველოს შორის ოთხწლიანი გაცივება სრულდება. სტატია ამ სათაურით დღეს ევრონიუსის ტოპ თემაა. უცხოელმა ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დალაგებას გეგმავს. საქართველოს შესახებ ევრონიუსის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ასევე გამახვილებულია ყურადღება იმ ფაქტზე რომ საქართველოს პრეზიდენტმა დამარცხება აღიარა და ქართული ოცნების გამარჯვება ისე მიიღო როგორც ამას განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი მიიღებდა.
კომენტარები