1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არჩევნების შემდეგ რუსეთი საქართველოსთან დიალოგისთვის მზადაა

ჩამოტვირთვა

რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსია“ მზადაა რუსეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობების შესახებ დიალოგისთვის, რადგან საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალების გამარჯვება მოწმობს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ცვლილებებისთვის მომწიფდა. ეს განცხადება რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა. „ედინაია როსია“ ყოველთვის ინარჩუნებდა კონტაქტებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან საქართველოში“ - განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ „ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოდან მოდის, მოწმობს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას ცვლილებები სურს“. „თუ ეს შედეგები რეალობად იქცევა, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი გახდება. ამას შეიძლება არა მარტო მივესალმოთ, არამედ ეს ალბათ ნიშნავს იმასაც, რომ პარლამენტში გამოჩნდება უფრო კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე ძალები“ - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები