1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახი კალაძე პარლამენტის თავმჯდომარე არ იქნება

ჩამოტვირთვა

ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი კახი კალაძე პარლამენტის თავმჯდომარე არ იქნება“,- აღნიშნული განცხადება კოალიციის ოფისში მიმდინარე პრესკონფერენციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ რა ყოფილი ფეხბურთელი პარლამენტის თავმჯდომარე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ სიის პირველი ნომრობის მიუხედავად კალაძე ამ პოზიციაზე არ მოიაზრება. „არა, არ იქნება, მაგრამ არც იმას გაგიმხელთ ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. საუბრისას კოალიციის ლიდერმა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებიდან პოლიციისა და განათლების რეფორმა გამოყო და განაცხადა, რომ მმართველმა ძალამ ეს ორი უწყება წარმატებულ სამინისტროებად აქცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები