1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები "რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე შეიჭრნენ

ჩამოტვირთვა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები "რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, - ამის შესახებ "რუსთავი 2" იუწყება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აქტივისტები "რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ შეიჭრნენ და ცდილობდნენ თანამშრომლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ. გავრცელებულ კადრებში ჩანს ავტომანქანაში მჯდომი ორი ადამიანი, რომლებსაც "ქართული ოცნების" მაისურები აცვიათ. "რუსთავი 2"-ის დაცვის სამსახურმა შეჭრასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია გამოიძახა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამ დრომდე ტელეკომპანიის ეზოში რჩებიან. ტელეკომპანია "რუსთავი 2" ფაქტს მედიაზე ზეწოლად აფასებს და ყველას მოუწოდებს მედიაზე შეტევა შეწყვიტონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები