პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები "რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე შეიჭრნენ
2012-10-02 17:15:12
ჩამოტვირთვა
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები "რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, - ამის შესახებ "რუსთავი 2" იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აქტივისტები "რუსთავი 2"-ის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ შეიჭრნენ და ცდილობდნენ თანამშრომლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ.
გავრცელებულ კადრებში ჩანს ავტომანქანაში მჯდომი ორი ადამიანი, რომლებსაც "ქართული ოცნების" მაისურები აცვიათ.
"რუსთავი 2"-ის დაცვის სამსახურმა შეჭრასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია გამოიძახა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამ დრომდე ტელეკომპანიის ეზოში რჩებიან.
ტელეკომპანია "რუსთავი 2" ფაქტს მედიაზე ზეწოლად აფასებს და ყველას მოუწოდებს მედიაზე შეტევა შეწყვიტონ.
კომენტარები