პოლიტიკა
1096 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგებია ცნობილი
2012-10-02 16:02:55
ჩამოტვირთვა
წინასწარი მონაცემების თანახმად, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებას“ 53,11% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას: კი - 41,57% . ამ დროის მონაცემებით კვლავ საარჩევნო ბარიერს მიღმა რჩება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 2,38%.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს. წინასწარი შედეგების მიხედვით, 32 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ლიდერობს, 29 ოლქში კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. შიდა ქართლის საარჩევნო ოლქების რამდენიმე უბანზე შესაძლოა, არჩევნების შედეგები გაუქმდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა.
საუბარია ხაშურის, გორისა და ქარელის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, მიმდინარეობს ამ უბნებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა.
კომენტარები