პოლიტიკა
უცხოელი დამკვირვებლების წინასწარი შეფასება
2012-10-02 14:08:22
ჩამოტვირთვა
არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა, – ეს არის უცხოელი დამკვირვებლების წინასწარი შეფასება.
საერთაშორისო მონიტორები საბოლოო ოფიციალურ დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ. საქართველოში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორი აკვირდებოდა.
კენჭისყრის პროცესს სულ 61 საერთაშორისო ორგანიზაცია უწევდა მონიტორინგს. არჩევნებზე დასაკვირვებლად ქვეყანას უეთო-ს, ნატო-ს, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დელეგაციები ეწვივნენ. მათი პირველადი შეფასებით, პირველი ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
კომენტარები