1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უცხოური მედია და ქართული არჩევნები

ჩამოტვირთვა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად საქართველოში ჟურნალისტებიმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. როგორც ტელეკომპანიების, რადიოს, საინფორმაციო სააგენტოებისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართაველოში ჩატარებული არჩევნები მათი რედაქციებისთვის საკმაოდ საინტერესოა. ჟურნალისტები აკვირდებოდნენ საარჩევნო უბნებს, აშუქებენ ცესკო-ს ბრიფინგებსა და ახორციელებდნენ პირდაპირ ჩართვებს საქართველოდან. საპარლამენტო არჩევნებისთვის სულ 138 ადგილობრივი და უცხოური მედიაორგანიზაცია იყო აკრედიტებული. არჩევნებს 3 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა ქართული არჩევნების შესახებ მომზადებული სიუჟეტი დღეს ტოპ თემაა ევრონიუსზე. ევრონიუსის ცნობით წინასწარი მონაცემებიტ ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა მხარი. სიუჟეტში ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დამარცხება ნაწილობრივ აღიარა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ ეს საქართველოს დემოკრატიულობის დამარასტურებელი საბუთია. რუს-ქართველ ბიზნესმენს საქმე მიყავს საქართველოში ხელისუფლების შეცვლისკენ-სტატიებს ამ სათაურით რუსული მედია აქვეყნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები