მსოფლიო
უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს
2012-10-02 11:56:33
ჩამოტვირთვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს უსკო.
წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ხმების 50,3 მეათედი პროცენტი მიიღო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს”. ამომრჩეველთა 41,9მეათედმა პროცენტმა კი მხარი “ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას” დაუჭირა.
ამ დროისთვის ხმების 4,7 მეათედ პროცენტს “გიორგი თარგამაძე-ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” აგროვებს. უსკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 1,6მეათედი პროცენტი “შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ”, 0,9 პროცენტი კი „ახალმა მემარჯვენეებმა“ მიიღეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ხმების დათვლას განაგრძობს და უახლოეს მონაცემებს გამოაქვეყნებს.
კომენტარები