1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ჩამოტვირთვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს უსკო. წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ხმების 50,3 მეათედი პროცენტი მიიღო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს”. ამომრჩეველთა 41,9მეათედმა პროცენტმა კი მხარი “ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამ დროისთვის ხმების 4,7 მეათედ პროცენტს “გიორგი თარგამაძე-ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” აგროვებს. უსკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 1,6მეათედი პროცენტი “შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ”, 0,9 პროცენტი კი „ახალმა მემარჯვენეებმა“ მიიღეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ხმების დათვლას განაგრძობს და უახლოეს მონაცემებს გამოაქვეყნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები