მსოფლიო
ცესკო - 778 უბნის შედეგებით არჩევნებში "ქართული ოცნება" 54.31%-ით ლიდერობს
2012-10-02 11:24:16
ჩამოტვირთვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის უახლესი პირველადი მონაცემებით, საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში 54,31%-ით ლიდერობს.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადამ მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს", რომელსაც ამომრჩეველთა 40,59 %-მა დაუჭირა მხარი.
დანარჩენი პარტიების პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 2, 16 %, "ახალი მემარჯვენეები" – 0,51 %, "შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1,361%.
ცესკო-ს მონაცემებით, დათვლილია 778 უბნის შედეგი, რაც ამომრჩეველთა 20,74%-ს შეადგენს.
კომენტარები