1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცესკო - 778 უბნის შედეგებით არჩევნებში "ქართული ოცნება" 54.31%-ით ლიდერობს

ჩამოტვირთვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის უახლესი პირველადი მონაცემებით, საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში 54,31%-ით ლიდერობს. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადამ მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს", რომელსაც ამომრჩეველთა 40,59 %-მა დაუჭირა მხარი. დანარჩენი პარტიების პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 2, 16 %, "ახალი მემარჯვენეები" – 0,51 %, "შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1,361%. ცესკო-ს მონაცემებით, დათვლილია 778 უბნის შედეგი, რაც ამომრჩეველთა 20,74%-ს შეადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები