1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მაჩვენებლები გათანაბრდა

ჩამოტვირთვა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "საზოგადოებრივ მაუწყებლის" დაკვეთით, GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგის მიხედვით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მაჩვენებლები გათანაბრდა. კერძოდ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" - 33-33% აქვთ, "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" - 2%, "ლეიბორისტულ პარტიას" კი - 1%. პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა - 30%-მა. GFK-ის ექსპერტთა განცხადებით, შერჩეული მეთოდოლოგია 3 პროცენტის ფარგლებში მაქსიმალურ ცდომილებას იძლევა. 18.00 საათის მონაცემებით კი "ქართულ ოცნებას" 35 პროცენტი ჰქონდა; "ნაციონალურ მოძრაობას" - 30 პროცენტი; "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" - 1.6 პროცენტი, "ლეიბორისტები" - 0,7 პროცენტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები