მსოფლიო
საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობის მაჩვენებელი ისევ მაღალია
2012-10-01 20:02:06
ჩამოტვირთვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით 17.00 საათიისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 53%-მა პროცენტმა მიიღო. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ცესკოს ცხელ ხაზზე ამ დროისთვის 3607 ზარი შემოვიდა. ამომრჩევლები ცხელ ხაზზე ძირითადად პროცედურული ხასიათის კითხვებით რეკავდნენ, ასევე, კითხვები ეხება იმ ინფორმაციას, თუ კონკრეტულმა ამომრჩეველმა ხმა სად უნდა მისცეს.
აზარაშვილის ინფორამციით, არჩევნებზე სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და კენჭისყრის პროცედურა მთელი ქვეყნის მაშტაბით სტაბილურად მიმდინარეობს. კენჭისყრის დასრულებამდე საზოგადოებრივი კვლევის აზრის გამოქვეყნება იკრძალება.არჩევნების დასრულებამდე სულ ცოატა დრო რჩება. ცეესკო მოუწოდებს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლეს რომ კენჭისყრის დასრულებამდე მაქსიმალურად შეიკაონ თავი პოლიტიკური განცახდებებისაგან და რაიმე სახის აგიტაციებისგან.
კომენტარები