მსოფლიო
„ქართული ოცნების“ პროვოკაცია სამტრედიაში
2012-10-01 18:52:57
ჩამოტვირთვა
„ქართული ოცნების“ პროვოკაცია და არჩევნების ჩაშლის მცდელობა სამტრედიაში. 21 საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები აცხადებენ, რომ „ოცნების“ აქტივისტებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უბანზე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
დაგეგმილი პროვოკაციის უშუალო შემსრულებელი იყო 21 საარჩევნო ოლქის დამკვირვებელი „ქართული ოცნებიდან“. მან საარჩევნო უბანზე ატეხა ცრუ განგაში და განაცხადა, რომ ბიულეტენი დანიშნული იყო. საქმეში შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ჩაერივნენ, დროებით შეწყდა ხმის მიცემის პროცესი და დაიხურა საარჩევნო უბანი.
კულაშის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მოსახლეობის 90 პროცენტი მხარს უჭერს მერაბ ჯანელიძესა და ნაციონალურ მოძრაობას. ამის შესახებ იცოდნენ მეოცნებეებმა და მიზანმიმართულად ცდილობდნენ, რომ საარჩევნო პროცესი შეეფერხებინათ.
კომენტარები