1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საარჩევნო უბნებზე ქაოსის შექმნის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შსს ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მამუკა ახალაია და გიორგი დალაქიშვილი დააკავეს. დაკავებულები ქუთაისში სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე გადაადგილდებოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოითხოვდნენ, რომ მათ ხმა „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ არ მიეცათ. მომხდარზე გამოძახებული იქნა პოლიცია. პოლიციამ მათ გაფრთხილება მისცა, თუმცა ახალაია და დალაქიშვილი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ. ამჯერად მათ პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შედეგადაც მოხდა მათი დაკავება. მამუკა ახალაიას და გიორგი დალაქიშვილს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით წაუყენეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები