1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იგორ გიორგაძე საქართველოში მიმდინარე არჩევნებს რუსეთიდან ეხმაურება

ჩამოტვირთვა

ტერორიზმში ბრალდებული იგორ გიორგაძე საქართველოში მიმდინარე სააპარლამენტო არჩევნებს რუსეთიდან ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილის რეჟიმი თავის პოზიციებს ასე იოლად არ დასთმობს და ამომრჩეველთა ნებას არ დაემორჩილება. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა „ოდნაკოს“ განუცხადა, რომელმაც გიორგაძეს საქართველოში მიმდინარე არჩევნების კომენტირება სთხოვა. გიორგაძის თქმით, ზვიად გამსახურდიას შემდეგ საქართველოს არცერთი არჩეული ხელისუფლება არ ჰყოლია. ყველაფერს, რაც გამსახურდიას შემდეგ მოხდა, მან სახელმწიფო გადატრიალებების სერია უწოდა. „1992 წლის გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ამჟამინდელი - ბუშის „დემოკრატიის შუქურა“, რომელმაც 2003 წელს მიიტაცა ხელისუფლება“ - განაცხადა მან. გიორგაძის აზრით, თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებში არ ჩაერევიან „ამჟამინდელი რეჟიმის კურატორები“, რომლებიც მისი თქმით, ჯერ არ ჩანს, რომ ერეოდნენ, მაშინ, არჩევნების ოპტიმისტურ შედეგებზე საუბარი არ შეიძლება. თავად გიორგაძის პროგნოზი კი ასეთია: 87% ოპოზიციას, 13% ხელისუფლებას. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება, რომელმაც „საქართველოს უახლეს ისტორიაში ზეწოლის სასტიკი მანქანა შექმნა“, არ დაემორჩილება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას და „არავითარ შემთხვევაში არ დასთმობს პოზიციებს“. აქედან გამომდინარე, გიორგაძე ასკვნის, რომ მსოფლიო შეიძლება გახდეს სერიოზული წინააღმდეგობის მოწმე, რომელიც „გაბანკროტებულ ცინიკოს ხელისუფლებასა და მის მოძულე, ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობას შორის წარიმართება“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები