მსოფლიო
შსს ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაკავებას უარყოფს
2012-10-01 16:07:19
ჩამოტვირთვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ოზურგეთში პოლიციამ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ნუგზარ მიქელაძე და ვახტანგ გუჯაბიძე დააკავა. ნუგზარ მიქელაძე „მერსედესის" მარკის ავტომობილით , ვახტანგ გუჯაბიძე კი „ბეემვე"-ს ტიპის ავტომანქანებით მოძრაობდნენ. არცერთი ამათგანი არ დაემორჩლა საპატრულო პოლიციის ხმოვან შეტყობინებას. ამის შემდეგ მოხდა ორივე მათგანის გაჩერება, შემდეგ დაჯარიმება მძღოლის დაუმორჩილებლობისთვის. პოლიციამ გამოუწერა შესაბამისი ოქმები და გადასცა მძღოლებს . ავტომაქანები კი გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე.
კომენტარები