მსოფლიო
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს’’დამკვირვებლებმა რამდენიმე საჩივარი დაწერეს
2012-10-01 15:42:37
ჩამოტვირთვა
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს’’დამკვირვებლებმა მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში 22 საჩივარი დაწერეს. 11 საათიდან 14 საათის შუალედში დაფიქსირად შემდეგი სახის დარღვევები:
ბათუმის ოლქის მე-17 უბანზე ოთხმა ადამიანმა ვერ მისცა ხმა იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველთა სიებში მათ გრაფაში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი:
მართვილის ოლქის მე-3 უბანში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილი გადასატანი ყუთის სიები. ასევე დუშეთის ოლქის 25-ე უბანზე არ ჰქონდათ სამაგიდო სიები და რეგისტრატორები კედლის სიებს იყენებდნენ.
კომენტარები