1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აფხაზეთის საოკუპაციო ზოლი 2000-მდე პიროვნებამ გადმოკვეთა

ჩამოტვირთვა

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ენგურის ხიდი 2000-მდე ადამიანმა, შემოვლითი გზებით გადმოკვეთა. ამის შესახებ “ინტერნეტ.ჯი“-ს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში, თორნიკე კილანავამ განუცხადა. „დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ზოლი დაახლოებით 2000-მდე პიროვნებამ გადმოკვეთა და ხმის მიცემა შეძლო“,- აღნიშნა კილანავამ და აქვე დასძინა, რომ დასახელებული ადამიანების ნაწილმა ენგურის ხიდი ბოლო დღეების განმავლობაში ეტაპობრივად გამოიარა. „ინტერნეტ.ჯი“-ს ინფორმაციით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონებში დე ფაქტო მთავრობამ ზომები მიიღო და საზღვრებზე დაცვა გააძლიერა. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ოკუპირებული გალიდან აცნობეს, რუსი და აფხაზი მშვიდობისმყოფელები საზღვარს გაძლიერებული ძალებით იცავენ. ოკუპანტები აკონტროლებენ ზუგდიდში გადასასვლელ სხვა შემოვლით გზებსაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები