პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო ზოლი 2000-მდე პიროვნებამ გადმოკვეთა
2012-10-01 15:41:42
ჩამოტვირთვა
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ენგურის ხიდი 2000-მდე ადამიანმა, შემოვლითი გზებით გადმოკვეთა.
ამის შესახებ “ინტერნეტ.ჯი“-ს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში, თორნიკე კილანავამ განუცხადა.
„დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ზოლი დაახლოებით 2000-მდე პიროვნებამ გადმოკვეთა და ხმის მიცემა შეძლო“,- აღნიშნა კილანავამ და აქვე დასძინა, რომ დასახელებული ადამიანების ნაწილმა ენგურის ხიდი ბოლო დღეების განმავლობაში ეტაპობრივად გამოიარა.
„ინტერნეტ.ჯი“-ს ინფორმაციით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონებში დე ფაქტო მთავრობამ ზომები მიიღო და საზღვრებზე დაცვა გააძლიერა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ოკუპირებული გალიდან აცნობეს, რუსი და აფხაზი მშვიდობისმყოფელები საზღვარს გაძლიერებული ძალებით იცავენ. ოკუპანტები აკონტროლებენ ზუგდიდში გადასასვლელ სხვა შემოვლით გზებსაც.
კომენტარები