პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს
2012-10-01 15:30:06
ჩამოტვირთვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ცდილობს უბანზე ამომრჩეველთა მოწვევის კამპანია უკანონობად წარმოაჩინოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, სამწუხარო ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვნას ცდილობს, თუმცა მათი ეს მცდელობა არ გამართლდება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციისგან გამჭირვალეობით გამოირჩევა.
უბნებზე ამომრჩეველთა მოწვევის კამპანია, კანონთან სრულ შესაბამისობაში მოდის, მოხალისეთა მიერ წინასწარ იდენტიფიცირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომელთაც ისინი ეკონტაქტებიან, ეს პრაქტიკა გამოიყენება დასავლეთშიც. მიუხედავად გამჭირვალე პროცესისა „ქართული ოცნება“ დილიდან ცდილობს, რომ ეს პროცესი უკანონოდ წარმოაჩინოს და უსაფუძლო განცხადებებს აკეთებს,“-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მმართველი გუნდის პრეს-სპიკერის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებს აქვს ადგილი.
„გორსა და ზუგდიდში ფაქტები დაფიქსირდა, როდესაც ამომრჩეველზე, აშკარად ზეწოლა ხდებოდა. კერძოდ, ისინი ამომრჩეველს ეუბნებოდნენ, რომ თუ 41 ნომერს არ შემოხაზვდნენ ეს ძვირად დაუჯდებოდათ. არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების მიზნით, პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, პროცესებს სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ,“-განმარტა თაქთაქიშვილმა.
კომენტარები