პოლიტიკა
ფოთში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ
2012-10-01 14:48:02
ჩამოტვირთვა
ფოთში, მე-7 საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს იური გვანიას, სავარაუდოდ, სცემეს.
ამის შესახებ განცხადება, მმართველი გუნდის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, გვანიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ წუთებში აზუსტებენ.
„შევიტყვეთ, რომ გვანია ნაცემია, თუმცა ინფომაციას პირველწყაროსთან გადავამოწმებთ და ამის შესახებ მედიას უახლოეს მომავალში მოვახსენებთ“, -განაცხადა თაქთაქიშვილმა.
კომენტარები