პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს
2012-10-01 14:25:19
ჩამოტვირთვა
კოალიცია „ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია საზოგადოებას ქუჩაში გასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
კოალიციის საინფორმაციო ვებ-გვერდზე შეკრების დრო და ადგილიცაა მითითებული.
„დღეს, საღამოს 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მოდით ყველანი! არ მივცეთ საშუალება არავის, რომ გაგვიყალბონ ხმები! გელოდებით ყველას! ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება და დავიცვათ ჩვენი ხმები! ერთად დაველოდოთ პარალელურ დათვლებსა და ეგზითპოლებს! მოემზადეთ გამარჯვებისთვის!“,- აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები