მსოფლიო
ილია მეორე: ხმა მივეცი იმათ, რომლებიც დაიცავენ საქართველოს თავისუფლებას და წინსვლას
2012-10-01 13:08:46
ჩამოტვირთვა
ხმა მივეცი იმათ, რომლებიც დაიცავენ საქართველოს თავისუფლებას და წინსვლას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა #4 საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
უწმიდესი ლესელიძის ქუჩაზე მდებარე #4 საარჩევნო უბანზე მიბრძანდა. პატრიარქი რიგით 261-ე ამომრჩეველი იყო.
"დღეს ისტორიული დღეა და ისტორიული არჩევნებია. არსებობს სამი დიდი სიწმინდე: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი საკვირველი სამშობლო და ადამიანი - როგორც უდიდესი ფასეულობა. ხმა მივეცი იმათ, რომლებიც დაიცავენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს წინსვლას, დაიცავენ ამ უდიდეს ფასეულობებს. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო დადგება განვითარების გზაზე, საქართველო შეინახავს თავის დიდ ტრადიციებს, ღმერთი იქნება ჩვენი მფარველი", - ბრძანა უწმინდესმა.
კომენტარები