1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბუქარესტის საარჩევნო უბანზე არცევნები ჩაიშალა, მარტვილში ამომრჩეველთა სია გაიტაცეს

ჩამოტვირთვა

როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ბუქარესტის საარჩევნო უბანზე კომისიის 7 წევრიდან ორი ჯანმრთელობის გაუარესების არ გამოცხადდა. მისი თქმით, ამ უბანზე სულ 24 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აზარაშვილის ინფორმაციით, ინცინდენტი მოხდა რუსთავის ოლქის მე-16 უბანზე, სადაც საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ის მუშაობას ვეღარ აგრძელებს. მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს, საქმეს კი სამართალდამცავები იძიებენ. მისი ცნობით, მარტვილის ოლქის მე-3 საარჩევნო უბანზე იმ ამომრჩევლების სია გაიტაცეს, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთით აძლევენ. აზარაშვილის განმარტებით სია დაბრუნებულია, საარჩევნო პროცესი გრძელდება და გამოძიება მიმდინარეობს დარღვევა მოხდა საჩხერის ოლქის 25-ე და 53-ე უბნებზეც, სადაც ორივე უბანზე რეგისტრატორის ბეჭდები ერთი და იმავე ნომრით - 25-ით მიიტანეს. აზარაშვილის თქმით, ამ ინციდენტს საარჩევნო პროცესი არ შეუფერხებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნები ბუქარესტის საარჩევნო უბანზე ჩაიშალა. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ბუქარესტის საარჩევნო უბანზე კომისიის 7 წევრიდან ორი ჯანმრთელობის გაუარესების არ გამოცხადდა. მისი თქმით, ამ უბანზე სულ 24 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აზარაშვილის ინფორმაციით, ინცინდენტი მოხდა რუსთავის ოლქის მე-16 უბანზე, სადაც საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ის მუშაობას ვეღარ აგრძელებს. მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს, საქმეს კი სამართალდამცავები იძიებენ. მისი ცნობით, მარტვილის ოლქის მე-3 საარჩევნო უბანზე იმ ამომრჩევლების სია გაიტაცეს, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთით აძლევენ. აზარაშვილის განმარტებით სია დაბრუნებულია, საარჩევნო პროცესი გრძელდება და გამოძიება მიმდინარეობს დარღვევა მოხდა საჩხერის ოლქის 25-ე და 53-ე უბნებზეც, სადაც ორივე უბანზე რეგისტრატორის ბეჭდები ერთი და იმავე ნომრით - 25-ით მიიტანეს. აზარაშვილის თქმით, ამ ინციდენტს საარჩევნო პროცესი არ შეუფერხებია. აზარაშვილმა განმარტება გააკეთა იმის შესახებ თუ რატომ არის ზოგიერთ უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები. მისი თქმით, როდესაც სიაში არის ჩანაწერი - "იმყოფება საზღვარგარეთ, ან "პატიმრობაშია" ან "სამხედრო სამსახურშია" - ასეთი ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები საერთო რაოდენობას აკლდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები