პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში აკრედიტებული ელჩებიც აკვირდებიან
2012-10-01 12:18:37
ჩამოტვირთვა
საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩები აკვირდებიან.
როგორც ეროვნულ არქივში, 26-ე საარჩევნო უბნის დათვალიერების შემდეგ, საქართველშო დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯუდიტ გოფმა განაცხადა, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება.
„ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია“,- დასძინა ჯუდიტ გოფმა.
ამავე უბანზე იმყოფებიდა, ჰოლანდიის ელჩიც. პიტერ ლანგერბერგის განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
დილპლომატები დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესებს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე დააკვირდებიან.
კომენტარები