1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 10, 3 პროცენტმა მიიღო

ჩამოტვირთვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 10, 3 პროცენტმა მიიღო. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონეფერნციაზე ცესკო-ს პრეს-სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბუქარესტრში, სადაც 24 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული საარჩენო პროცესი ჩაიშალა, ამის მიზეზი კი, ის იყო, რომ კომისიის შვიდი წევრიდან ორი ავადმყოფობის გამო უბანზე ვერ გამოცხადდა. აზარაშვილის განცხადებით, რუსთავის ოლქის მე-16 უბნის კომისიის თავმჯდომარეს შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც, კომისიის ხელმძღვანელის ფუნქციებს მისი მოადგილე შეითავსებს, ეს საქმე კი, პოლიციას გადაეცა. ამასთან, აზარაშვილის თქმით, მარტვილის ოლქის მე-3 უბანზე გადასატანი ყუთის სიები გაიტაცეს და ეს საქმე გამოსაძიებლად პოლიციას გადაეცა. ”მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამომრჩეველთა და ბიულეტინის რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც ასე ხდება, რადგან სიებში მითითებულია, რომ ზოგი ჯარისკაცია, ზოგი საზღვარგარეთ არის და ზოგიც პატიმარია”, - დასძინა მან. აზარაშვილის ინფორმაციით, საჩხერეში ამომრჩეველთა უბანზე ბეჭდის ნომრები არ დაემთხვა ერთმანეთს და ამ საკითხზე, კომისია იმსჯელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები