მსოფლიო
კაციტაძე: " ქართულ ოცნებას” მონიტორინგის განხორციელებას ვთავაზობთ
2012-10-01 11:12:28
ჩამოტვირთვა
სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე უარყოფს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისია სიების დაზუსტების კომისიის ოფისის გამოყენებას არჩევნების გასაყალბებლად ან სპეცრაზმის განსათავსებულად გეგმავს. ამასთან დაკავშირებით კაციტაძემ დღეს საგნგებო განცხადება გააკეთა.
"არანაირი საერთო ამ ტიპის მოსაზრებებს და ბოდვასთან მიახლოებულ ეჭვებს სიმართლესთან არ აქვს. მივმართავ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომ კომისია მზად არის ცენტრალური ოფისის ჰოლში გამოყოს ადგილი და მონიტორინგის ქვეშ ვამყოფოთ სიების დაზუსტების კომისიის ცენტრალური ოფისი. მობრძანდით, დაბრძანდით და დააკვირდით ამ ოფისის შავბნელი მიზნებისთვის გამოყენებას", - განაცხადა კაციტაძემ.
კომენტარები