პოლიტიკა
ოკუპანტებმა ზუგდიდში გადასასვლელ გზებზე კონტროლი გააძლიერეს
2012-10-01 10:47:50
ჩამოტვირთვა
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ რეგიონებში დე ფაქტო მთავრობამ ზომები მიიღო და საზღვრებზე დაცვა გააძლიერა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ოკუპირებული გალიდან აცნობეს, რუსი და აფხაზი მშვიდობისმყოფელები საზღვარს გაძლიერებული ძალებით იცავენ. ოკუპანტები აკონტროლებენ ზუგდიდში გადასასვლელ სხვა შემოვლით გზებსაც.
წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად მკაცრი კონტროლისა რამდენიმე ახალგაზრდა ცდილობს ფარული გზები მონახოს და საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფისიროს.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე საკანონმდებლო ორგანოს ირჩევენ. ხმის მიცემის უფლებით მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები დევნილები ვერ სარგებლობენ.
კომენტარები