მსოფლიო
კალაძე საარჩევნო კარუსელისთვის ემზადება
2012-10-01 10:30:56
ჩამოტვირთვა
"ქართული ოცნების" სიის პირველი ნომრის, სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატ კახი კალაძის შტაბის უფროს კაშიას, 50 კაციანი სია აქვს, რომლითაც "ქართული ოცნების" წევრები საარჩევნო კარუსელის დატრიალებას აპირებენ, ამის შესახებ სამტრედიიდან "ინტერნეტ.ჯი"-ს კორესპონდენტი იტყობინება.
ასევე ცნობილია, რომ იმ უბნებში სადაც მიიღებენ წინასწარ მონაცემებს, რომ კალაძეს დაბალი მაჩვენებელი აქვს, "ქართული ოცნების" წევრები კალაძის დირექტივით საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამტრედიის რაიონში 39-ე საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ინციდენტი მოაწყო.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახი კალაძის შტაბის წევრი ნიკოლოზ ქანთარია საარჩევნო უბანზე მივიდა და ხვალ დაგეგმილი არჩევნების ჩაშლით დაიმუქრა.
კომენტარები