1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის სიბრძნესა და გონიერებაში დარწმუნებულია. როგორც მიხეილ სააკაშვილმა მთაწმინდის ოლქის 19-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი დღე ისტორიულია , რადგან დღეს ქართული სახელმწიფოს ბედი წყდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ დღეს არჩვენებზე მაღალი დონის აქტივობა და მაღალი სამოქალაქო შეგნების გამოხატულება იქნება. "დღეს საუბარი არ არის რომელიმე პარტიის განმარჯვებაზე. საუბარია საქართველოს გამარჯვებაზე და ქართველი ერი აუცილებლად გაიმარჯვებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა. საარჩევნო უბანზე მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან, სანდრა ელისაბედ რულოვსსა და უმცროს ვაჟ ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები