მსოფლიო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
2012-10-01 09:42:37
ჩამოტვირთვა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 73 საარჩევნო ოლქი, 3 668 ჩვეულებრივი და 71 გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბანი იმოქმედებს.20:00 საათზე კენჭისყრა დასრულდება და უბნები დაიხურება.
1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 14 პოლიტიკური პარტია და ორი ბლოკი იღებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 საარჩევნო უბანი გაიხსნება სა.ზღვარგარეთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილების საშუალება საქართველოს 42 613 მოქალაქეს ექნება. ყველაზე მეტი – 4 საარჩევნო უბანი საბერძნეთში გაიხსნება, სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, 3–3 უბანი თურქეთსა და უკრაინაში, 2–2 – აშშ-სა და ესპანეთში ამოქმედდება. საარჩევნო უბნები ასევე იქნება ვენაში, ბაქოში, ტალინში, ლონდონში, რომში, ვარშავაში, ერევანში, ოდესაში, დონეცკში, ბერნში, პრაღაში, ოტავაში, ბუდაპეშტში, ლისაბონსა და სხვა ქალაქებში.
ქვეყნის მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოს 4 წლის ვადით აირჩევს. პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, რომელთა შორის 77 პროპორციული საარჩევნო სისტემის, 73 კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა. კანონის თანახმად, მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლის მინიმუმ 30%-ის მხარდაჭერა უნდა მიიღოს, რათა პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდეს.
კომენტარები