პოლიტიკა
სამტრედიელებს პარლამენტში ორი დეპუტატის შეყვანა სურთ
2012-09-30 21:55:34
ჩამოტვირთვა
წინასაარჩევნო მარათონის მიწურულს საქართველოში ვნებათაღელვა კულმინაციას აღწევს. სამტრედიაში კი პროცესი არჩევნების დადგომამდე ერთი დღით ადრე რადიკალურად შეიცვალა: განეიტრალდა. სამტრედიის რაიონის რეალობაში ერთმანეთს ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდადტი , ექიმი მერაბ ჯანელიძე და ქართული ოცნების პარტიული სიის პირველი ნომერი კახა კალაძე ექიშპებიან. სამტრედიელებმა ერთბაშად გადაწყვიტეს, რომ მათთვის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ორი დეპუტატის ყოლა ძალიან კარგი იქნება. ხალხი ამბობს, რომ ორი დეპუტატი რაიონს უკეთ მიხედავს.
როგორც ცნობილია, კახა კალაძეს პარტიული სიით პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული აქვს, იმ შემთხვევაშიც კი , თუ მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხდება, კალაძე პარლამენტის წევრი მაინც გახდება. იურისტები ადასტურებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პირი რომელიც კონკრეტული პარტიის საარჩევნო სიის პირველ ხუთეულშია, იმ შემთხვევაში, თუ პარტია განსაზღვრულ ბარიერს გადალახავს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მოხვდება.
სამტრედიელები ამბობენ, რომ საქიშპო აღარაფერი აქვთ, პარლამეტში ორი დეპუტატის შეყვანის მომხრენი არიან, მათი აზრით, რაიონს მერაბ ჯანელიძე და კახა კალაძე ერთობლივად უკეთესად მოუგვარებენ პრობლემებს. მაჟორიტარული სიით მერაბ ჯანელიძე, პარტიულით კი კახა კალაძე - ასეთია ამ დროისთვის სამტრედიის რაიონის მკვიდრთა წინასაარჩევნო განწყობა.
კომენტარები