პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალური კომიის თავმჯდომარე 15 ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარეებს შეხვდა
2012-09-30 13:16:42
ჩამოტვირთვა
საქართველოს ცენტრალური კომიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი საქართველოში ჩამოსული 15 ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარეებს შეხვდა.საუბრის თემა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს ის ახალი ტექნოლოგიები გააცნო, რომლებიც არჩევნებში იქნება გამოყენებული. უცხოელმა სტუმრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა მოიწონეს და არჩევნებისთვის მზადების პროცესი დადებითად შეაფასეს.
კომენტარები