პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ფოთში მოსახლეობას შეხვდა
2012-09-29 16:27:52
ჩამოტვირთვა
მიხეილ სააკაშვილი დღეს ფოთს ესტუმრა და ახლადაშენებულ ტაძართან ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ფოთელების დასაქმებას. მიხეილ სააკაშვილი ფოთის პრობლემატიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ფოთს თანამედროვე წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტენები ექნება, აშენდება სპორტული ობიექტები, დასრულდება გზების რეაბილიტაცია და სხვა.
კომენტარები