1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცხინვალი: 30 სექტემბერს გალის რაიონში დივერსიები იგეგმება

ჩამოტვირთვა

მარიონეტული რეჟიმების მიერ კონტროლირებული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 30 სექტემბერს, როცა აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ქართული სპეცსამსახურები გალის რაიონში დივერსიებს გეგმავენ. ამის შესახებ ოსური და რუსული სააგენტოები იუწყებიან. „ამ მიზნით მზადდება 15 ადამიანისგან დაკომპლექტებული 3 ჯგუფი. ჯგუფის ხელმძღვანელები არიან - ამირან კვარაცხელია, ბაკურ ბუმეცკერია და დიმიტრი ბოიკო“ - განუცხადა სააგენტოს წყარომ. მისი ცნობით, აფეთქებები უნდა მოხდეს მასობრივი სეირნობის ადგილებში, ასევე დივერსანტები დაცხრილავენ აფხაზეთში რუსეთის „ფსბ“-ს სასაზღვრო განყოფილებას. „და როგორც არაერთხელ მომხდარა, პასუხისმგებლობას ამ ტერაქტებზე ქართული მხარე აფხაზეთის ხელისუფლებასა და რუს სამხედროებს დააკისრებს“ - უთხრა „ოსინფორმს“ წყარომ. როგორც ცნობილია, სეპარატისტული რეჟიმები საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უშვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა მათ ვითარების რეალური მონიტორინგი შეძლონ და მათი განცხადებების გადამოწმება მოახერხონ. ამ ფონზე კი სისტემატურად ისმის სეპარატისტთა ბრალდებები, საერთაშორისო მისიებისგან უკონტროლო ზონაში, თითქოსდა, ქართველი დივერსანტების მოქმედების შესახებ. ცოტა ხნის წინ კი განგაში ატეხეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს, თითქოსდა, სამხედრო ძალებისა და ტექნიკის კონცენტრირებას ახდენს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის მისიამ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო მისიამ ქართულ მხარეზე საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინა. სამაგიეროდ, დააფიქსირა, რომ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილი აქვს რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდას, რის გამოც მისიამ დაჟინებით მოუწოდა მხარეებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ორივე მხარის მოსახლეობას შეუქმნის საფრთხეს. გამორიცხული არაა, 30 სექტემბრისთვის, პროვოკაციებისთვის, თავად სეპარატისტები ემზადებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები