მსოფლიო
„ოსინფორმი“: დაკავებულია საქართველოს შსს-ს თანამშრომელი
2012-09-29 13:49:29
ჩამოტვირთვა
ოსური მხარე იუწყება, რომ წუხელ, ძაუს რაიონის ქარზმანის დასახლებულ პუნქტში ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივი „კგბ“-ს სასაზღვრო პოსტს.
„ოსინფორმის“ ცნობით, მესაზღვრეებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ, მაგრამ თავდამსხმელის ძიება დაიწყეს.
„შედეგად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, დაკავებულია საქართველოს შსს-ს თანამშრომელი მოგოლ ტომიაშვილი, რომელიც ქართული დასახლებული პუნქტის ქსუისის მკვიდრია“ - წერს „ოსინფორმი“.
გამოცემის ცნობით, მომხდარის შესახებ ოსურმა მხარემ ქართული მხარე უკვე ჩააყენა საქმის კურსში.
კომენტარები