1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ოსინფორმი“: დაკავებულია საქართველოს შსს-ს თანამშრომელი

ჩამოტვირთვა

ოსური მხარე იუწყება, რომ წუხელ, ძაუს რაიონის ქარზმანის დასახლებულ პუნქტში ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივი „კგბ“-ს სასაზღვრო პოსტს. „ოსინფორმის“ ცნობით, მესაზღვრეებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ, მაგრამ თავდამსხმელის ძიება დაიწყეს. „შედეგად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, დაკავებულია საქართველოს შსს-ს თანამშრომელი მოგოლ ტომიაშვილი, რომელიც ქართული დასახლებული პუნქტის ქსუისის მკვიდრია“ - წერს „ოსინფორმი“. გამოცემის ცნობით, მომხდარის შესახებ ოსურმა მხარემ ქართული მხარე უკვე ჩააყენა საქმის კურსში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები