პოლიტიკა
დარახველიძე უკვე "სახლში" წასვლაზე ოცნებობს
2012-09-29 12:41:52
ჩამოტვირთვა
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების ამბროლაურის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით დარახველიძე იტვ-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ წინასაარჩევნო შეხვედრის ადგილს ტოვებს. მოსახლეობას კი ბოდიშს უხდის და წასვლის მიზეზს იტვ-ის ჟურნალისტს უკავშირებს,რომელიც მისი თქმით ,,არ ეშვება'' და უნდა ,,რამე წამოაცდევინოს''.
თუმცა კადრებიდან კარგად სჩანს,რომ ჟურნალისტი მხოლოდ ჯურნალისტურ საქმიანობას ეწევა და მხოლოდ მის საუბარს იწერს. დარახველიძეს კი მოსახლეობა შეცდომაში კიდევ ერთხელ შეჰყავს, იმის გამო, რომ ეშინია რამე ,,არაბიძინისტური'' წამოსცდეს. როგორც სჩანს ჩვენს ობიექტივში ,,მიშა მაგარია'' -ს ძახილი დარახველიძეს ძვირად დაუჯდა.
სწორედ ამ დღის მერე ოცნების მაჯორიტარს ,,იტვ'' ისთან საუბარიც აუკრძალეს. დღეს კი შევარდნაძის დროის რწმუნებული,რომელიც ბოლო პერიოდია მეოცნებე კოლეგების მსგავსად მოსახლეობაში რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე საუბრით და ძველი დროის ქებით აქტიურად გამოირჩევა, უკვე ,,ძველი პატრონის'' სიტყვებითაც ალაპარაკდა.
დღეს მხოლოდ სახლში წავიდა, თუმცა ძველი ლიდერის მსგავსად მემუარების წერას და ,,სხვისი გვერდების აყენებას'' ჯერ არ აპირებს. გუნდის წევრებთან ერთად ჯერ კიდევ ჩავლილ მატარებელზე ოცნებობს.მატარებელზე, რომელზეც ამ დრომდე ყველა ,,სასარგებლო'' ბილეთი გაყიდულია.
კომენტარები