1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დაკავებულია ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი ირაკლი ამირანაშვილი

ჩამოტვირთვა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, 29 სექტემბერს დაკავებულ იქნა ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი ირაკლი ამირანაშვილი. გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და გაუპატიურების, ასევე არაადამინური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილისა და ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი. გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ დამატებით გეცნობებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები