2 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დღეს და ხვალ საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება

ჩამოტვირთვა

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დღეს და ხვალ საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სხვადასხვა ეპარქიებში წირვის შემდეგ მოძღვრები და მრევლი საეკლესიო ბაირაღებითა და ჯვარ-ხატებით, ლოცვითა და გალობით, ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თავიანთი ტაძრების მიმდებარე ტერიტორიას და შემდეგ, წინასწარ დადგენილი მარშრუტით, შეუერთდებიან სხვა ტაძრების მღვდელმსახურებსა და მრევლს და ერთად გაემართებიან ცენტრალურ მოედანზე, სადაც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი შეასრულებს პარაკლისს. მრავალგზის წაიკითხება ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი: "მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო". 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს, დაილოცა დედაქალაქი თბილისი და მცხეთა. მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით არჩევნებამდე დარჩენილი დღეების მანძილზე და განსაკუთრებით კვირას მღვდელმთავრებმა და სასულიერო პირებმა ყველა სხვა ქალაქი და სოფელი უნდა აკურთხონ. სასურველია მრევლმა თავის სახლში და მიმდებარე ტერიტორიაზე თვითონაც ასხუროს ნაკურთხი წყალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები