პოლიტიკა
სიმართლე ბიძინა ივანიშვილის შესახებ
2012-09-28 19:27:34
ჩამოტვირთვა
ვინ აფინანსებდა 2008 წლის ომს საქართველოში, რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს კრიმინალურ სამყაროსთან, როგორ მიიღო ქართველმა მილიარდერმა საფრანგეთის მოქალაქეობა და რატომ ეხმარება მას საფრანგეთი. ასევე რა კავშირი აქვს ოცნების ლიდერს საბრძოლო იარაღების არალეგალური გადაზიდვები ანგოლას რესპუბლიკაში. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია რადიო ერელენის ეთერში ქართული წარმოშობის რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ ივანაძემ ფართო საზოგადოებას გააცნო.
ჟურნალლისტი აცხადებს, რომ ივანიშვილის კუთვნილი ბანკი რასისკი კრედიტი არაერთ კრიმინალურ სკანდალთანაა დაკავშირებული. მათ შორის ყველაზე გახმაურებული გახლდათ 90იანი წლების საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალი ანგოლა გეიტის საქმე. მაშინ რუსეთიდან ანგოლაში იარაღის არალეგალურად გადაზიდვის პროცესში ანგოლას ხელისუფლება იყო ჩარეული. ამ პროცეს ხელმზრვანელობდა რუსეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კარგად ცნობილი მაფიოზი არკადი გაიდამაკი. გაიდამაკის მთავარი პარტნიორი კი ქართველი ბიზნესმენი ბიზინა ივანიშვილი კერძოდ კი მისი კუთვნილი ბანკი რასისკი კრედიტი გახლდათ. ამჟამად გაიდამაკი სამართალდამცავებს ემალება, ისევე როგორც რუსული მაფიის სხვა ლიდერები, თუმცა მთავარი ეს არ არის მთავარია, რომ გაიდამაკი უკანონო ბიზნესიდან ნაშოვნ ფულს სწორედ ბიძინა ივანისვილის კუთვნილი ბანკის რასისკი კრედიტის მეშვეობით ათეთრებდა.- აცხადებს ჟურნალისტი ვლადიმერ ივანაძე.
ანგოლა გეიტსის სკანდალის ერთ-ერთი გაგრძელება გახლავთ 2008 წლის ომი. ჟურნალისტი ვლადიმერ ივანაძე ირწმუნება, რომ ივანიშვილის ბანკში გაიარა ფულმა რომლითაც რუსეთმა საქართველოსთან საბრძოლველი საბრძოლო ტექნიკა შეიძინა.
ანგოლა გეიტსის საქმე მხოლოდ რუსეთსა და ანგოლაზე გამავალი სკანდალი არ ყოფილა. ამ საქმეში საფრანგეთის მაღალჩინოსნებიც იყვნენ გარეული. აღსანისნავია რომ ივანიშვილის მეგობარ ე.წ. მაფიოზ გაიდამაკს კარგი კავშირები ჰქონდა საფრანგეთის მაღალჩინოსანთა წრეებში, რაც მისმა ქართველმა პარტნიორმაც გამოიყენა. ივანაძის განცხადებით კითხვებს ბადებს ის ფაქტი რომ ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო მაშინ როდესაც ის საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა. საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით კი ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელი იყო რომ მას საფრანგეთის ტერიტორიაზე მინიმუმ 4 წელი ეცხოვრა. ჟურნალისტების ვარაუდით ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა კანონდარღვევის მეშვეობით ან ქრთამის სანაცვლოდ მიიღო.
გაცნობებთ რომ ზემოხსენებული ფაქტები ვლადიმერ ივანაძემ სპეციალური ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოიპოვა.
კომენტარები