პოლიტიკა
FORSA ისევ ცრუობს - წინასაარჩევნოდ გაყალბებული კვლევები
2012-09-28 18:27:28
ჩამოტვირთვა
გერმანული ორგანიზაცია „ფორსა“ ახალ პოლიტიკურ კვლევებს აქვეყნებს. როგორც მოსალოდნელი იყო „ფორსას“ კვლევების მიხედვით ქართული ოცნების რეიტინგი გაზდრდილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კი კლებადობისკენ მიდის.
ვიკიპედიაში ბლომად მოიპოვება მასალები, სადაც ამ კვლევითი კომპანიის ბნელ საქმიანობაზეა საუბარი.
ფორსას მონაცემების მიხედვით , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა 18 პროცენტით იკლო, ხოლო „ქართული ოცნების“ 16 პროცენტით გაიზარდა. კვლევების მიხედვით 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის 88 პროცენტი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. კვლევითმა ცენტრმა ფორსამ 20-25 სექტემბერამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა, თუმცა ყალბი შედეგი ერთია, რეალობა მეორე.
ვიკიპედიაზე დევს მასალები იმის შესახებ, თუ როგორ აყალბებდა „ფორსა“ კვლევის შედეგებს, დამკვეთის სასარგებლოდ. ორგანიზაციის მონაცემები ყოველთვის შორს იყო, რეალური შედეგისაგან. გამონაკლისი არც საქართველოში ჩატარებული კვლევა უნდა ყოფილიყო. თავის დროზე ფორსასათან მოლაპარაკებებს ზურაბ ბიგვავა ჩაუდგა სათავეში. ბიძინას კარის სოციოლოგი, ბიგვავა ფორსამდე ასევე საჭვო რეპუიტაციის კვლევით ორგანიზაციასთან „პენ შონ ბერლანდთან“ იგივე წარმატებით ურთიერთობდა. თავის დროზე საზოგადოებამ, პენ შონ ბერლანდის მიერ დაწერილი ციფრები არ აღიარა.
წლების განმავლობაში, "ფორსას" არაერთი ბრალდება წაუყენეს. იგი ცნობილია, როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია. "ფორსა" და მისი პრეზიდენტი, მანფრედ გულნერი, ეჭვმიტანილნი იყვნენ წინასაარჩევნო გამოკითხვების გაყალბებაში, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ.
გამოკითხვების შედეგების გაყალბების გარდა, "ფორსა" მონაცემებით მანიპულირებაშიც დაადანაშაულეს. 2003 წელს "ფორსამ" უმაღლესი განათლების სწავლის საფასურის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც კოლეჯების განვითარების ცენტრმა დაუკვეთა. მონაცემები ამჯერადაც გაყალბებული აღმოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე სიცრუის პოლიტიკის გამტარებელი იყო, ამის ნათელი დადასტურებაა გამყალბებელ კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
კომენტარები