2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ „ქართული ოცნების“ შეიარაღებული აქტივისტი დააპატიმრა

ჩამოტვირთვა

შსს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მალხაზ ხულორდავა დააკავეს. მალხაზ ხულორდავა კოალიცია „ქართული ოცნების " აქტივისტების კოლონას შეუერთდა და მათი მხარდაჭერის ნიშნად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. ადგილზე მისულ პოლიციას ხულორდავა გაექცა, თუმცა მოგვიანებით ის მაინც დააპატიმრეს. ხულორდავას დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა მისი ბინა გაჩხრიკეს. ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (AKC) და ტყვიები. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. ხულორდავა წარსულში ნასამართლევია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები