პოლიტიკა
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ორი თანამშრომელი დააკავეს
2012-09-28 11:50:11
ჩამოტვირთვა
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დააკავა ქუთაისის #2 დაწესებულების განყოფილების უფროსი გაგა ლიპარტელიანი და ქუთაისის #2 საპყრობილის კონტროლიორი მიხეილ ჩხაიძე.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის საპყრობილის ტერიტორიაზე.
გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 18 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.
გამოძიება გრძელდება.
კომენტარები