მსოფლიო
„ოცნება“ რუსეთზე - ბიძინას გუნდის წევრების მთავარი გზავნილი
2012-09-27 21:33:39
ჩამოტვირთვა
დღეს როგორც ყველა ,,მისთანანი'', ქართული ოცნების ონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ჯაფარიძე შემაჯამებელ შეხვედრაზე, ხალხის სიმცირეს უჩიოდა... მართალია ჯაფარიძეს, მისი კოლეგა ჩაჩხიანივით, ეს ფაქტი არამიწიერი არსებებისა და ეშმაკებისათვის არ დაუბრალებია, თუმცა შეხვედრის მონაწილეებს აუწყა, რომ იმისთვის, რომ მომავალში მათი მხარდამჭერების რიცხვი გაიზარდოს, საქართველო ღისეული ქვეყნის გვერდით უნდა დადგეს... ის ღირსეული ქვეყანა, კი რომელსაც ჯაფარიძე მიმართვაში გულისხმობს, სწორედ უკუპანტი რუსეთია.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართული ოცნება კრემლის პოლიტიკის მიმდევრობასა და რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე უკვე ღიად ალაპარკდა. დღეს ისიც ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ე.წ. ,,კრიმინალური ძმადნაფიცობით'' აპირებს. მიუხედავად იმისა,რომ ბოლო დროს გავრცელებულ კადრებს ჯაფარიძე ბინძურ მონტაჟს უწოდებს, ჩვენთან საუბარში კითხვაზე პასუხის გაცემის სანაცვლოდ, ჩვენს გადამღებ ჯგუფს ჯაშუშებად მოხსენიებს, თუმცა დღეს გავრცელებულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებში ნათლად ჩანან ის პოლიტიკოსები, რომლებიც სწორედ ჯაფარიძის პარტიაში და სწორედ ჯაშუშური პოლიტიკით, მილიონების შოვნის სანაცვლოდ, ქვეყნის გადატრიალების გეგმებს სახავენ.
ძველ დროში დაბრუნებაზე ფიქრითა და შევარდნაძის ხელისუფლების ქებით ბოლო პერიოდია ქართული ოცნების ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით დარახველიძეც იხიბლება. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ,,წარსულის, შევარდნაძისა და კრიმინალური ავტორიტეტების '' ქება ერთ-ერთ საარჩევნო პუნქტად იმ ახალ ბუკლეტებში დაამატა, რომელიც ბოლო პერიოდია მოსახლეობაში აქტიურად რიგდება. მაშინ კი როდესაც მეოცნებე მაჟორიტარები მხარდამჭერებთან ერთად ოკუპანტ რუსებთან ურთიერთობის მოგვარების გზებზე მსჯელობენ, ონისა და ამბროლაურის ახალგაზრდობა სწორედ წარსულში დაბრუნების მცდელობას აპროტესტებს.
ის, რომ საქართველო წარსულთან, უშუქობასთან და კრიმინალურ ქურდებთან აღარ ასოცირდება ეს რაჭველებისთვის კარგად არის ცნობილი. რაჭველები რუსული ჩექმის მაგივრად მეტ სარგებელს ირჩევენ.
კომენტარები